10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ირანის ახლადარჩეული უზენაესი ლიდერი დაიჭრა

ირანის  ახლადარჩეული უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მსუბუქად დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

წყარომ გამოცემას უთხრა, რომ მსუბუქი ჭრილობის მიუხედავად ხამენეი “მუშაობას აგრძელებს”.

ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, როდის მიიღო ხამენეიმ დაზიანება ან რატომ არ გაუკეთებია რაიმე განცხადება საჯარო მას შემდეგ, რაც ახალი ლიდერის თანამდებობაზე დაინიშნა.

ცნობისთვის, მსგავსი ინფორმაცია მანამდე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის შვილმა გაავრცელა. იოსეფ ფეზეშქიანმა საკუთარ ტელეგრამ გვერდზე დაწერა, რომ ხამენეი დაიჭრა, თუმცა ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანი: სომხეთის ევროინტეგრაციისთვის უდიდესი პრობლემა EU-საქართველოს გაყინული დიალოგია
შემდეგი სტატიაგერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს