CNN-ი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი იმუქრება, რომ “შურს იძიებს” მოკლული მამისთვის.
გამოცემა ინფორმაციას ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა, მოჯთაბა ხამენეის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოჯთაბა ხამენეის თქმით, ის “შურს იძიებს” მოკლული მამისთვისა და ყველასთვის, ვინც ომში დაიღუპა. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის მართვას “ახალ ფაზაში” გადაიყვანს.
მისი თქმით, ირანი ომს არ ეძებს, მაგრამ თავის უფლებებს არ დათმობს, “და ამ მხრივ წინააღმდეგობის მთლიან ფრონტს ერთიანად განვიხილავთ”.
“ნამდვილად მოვითხოვთ კომპენსაციას ყოველი მიყენებული ზიანისთვის, და ამ სისხლის ფასს მოკლულებისთვისა და კომპენსაციას ამ ომში დაშავებულებისთვის”, – განაცხადა მოჯტაბა ხამენეიმ.
















