ირანიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება

რუსეთი უკრაინისთვის გაზის 40$-იან ფასდაკლებას აკეთებს

ირანიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ პარლამენტის დეპუტატ თამარ კორძაიასთვის მიწერილ წერილშია საუბარი, რომელიც მთლიანად დეპუტატის კითხვებზე პასუხს ეთმობა.

ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, პრიორიტეტი საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებას უნდა მიენიჭოს. მათივე ცნობით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაძლებლობების შეფასება.

„დღეს ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა, კასპიის რეგიონიდან დამატებითი მოცულობების ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებისკენ და სწორედ ამ პროექტების ფარგლებში ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“,- აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ირანის გაზის საქართველოში იმპორტის საკითხით საქართველო დაინტერესებულია და ორმხივი კომისიის ფარგლებში უკვე გამოითქვა მზადყოფნა ელექტროენერგიის და გაზის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„დღეისათვის შესაბამისი უწყებების მიერ ხდება გაზითა და ელექტროენერგიით ვაჭრობის ტექნიკური შესაძლებლობების და ფინანსური პირობების მოკვლევა/შესწავლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანული გაზისდასავლეთის ბაზრებზე მიწოდების პერსპექტივის განხილვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით“,- აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიპაციენტების დაღუპვის საგანგაშო ფაქტები და დაუსჯელი ექიმები – რატომ არ რეაგირებს პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრი
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას