25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ირანი ჟენევაში აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Fars-ი თეირანის მომლაპარაკებელთა გუნდთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს კვირას ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია იგეგმება, სიცრუეა.

ხელმოწერის ზუსტი თარიღი ოფიციალურად ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს პროცესი ევროპაში, უქმეებზე უკვე შედგა.

შეთანხმების საბოლოო ვერსია ჯერ კიდევ არ არის შეჯერებული. დონალდ ტრამპმა მიმდინარე ომის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე გაუსწრო მოვლენებს იმის მტკიცებით, რომ მხარეებმა შეთანხმებას ფაქტობრივად მიაღწიეს.

ოფიციალურ თეირანში აცხადებენ, რომ დოკუმენტზე საბოლოო თანხმობა ამ დრომდე არ მიუციათ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ევროკავშირმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონა რეგულაციები
შემდეგი სტატიაჯანმო: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლა ახალ რეგიონებში ვრცელდება