ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს

ირანი ურანის გამდიდრება

ირანი ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შემდეგ ურანის 60%-მდე გამდიდრებას აპირებს, რაც არასროს ყოფილა მანამდე. ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის მხრიდან მოლაპარაკებების თავმჯდომარემ აბას არაგჩიმ თქვა – Associated Press-ი წერს.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვნად იმოქმედებს მოლაპარაკებებზე. ურანის გამდიდრება ოთხშაბათიდან, 14 აპრილიდან დაიწყება.

ადრე ირანი ურანს 20%-მდე ამდიდრებდა, რაც ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს არის.

ირანის ქალაქ ნათანზეს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის დეტალები ისევ გაურკვეველი რჩება. შემთხვევა კვირას მოხდა. აშშ მომხდართან ნებიესმიერ კავშირს გამორიცხავს. ირანში ფიქრობენ, რომ თავდასხმა ისრაელის თვითმფრინავებმა განახორციელეს, თუმცა ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯავად ზაფირმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ არც “”სანქციები, არც შემაფერხებელი მოქმედებები მათ მოლაპარაკებებში დამატებით ინსტრუმენტს არ მისცემს მათ”, ასევე, მან თქვა, რომ თუკი დადასტურდება ის, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა, “ის შესაბამის პასუხს მიიღებს და ნახავს, როგორი სისულელე გააკეთა”.
შეგახსენებთ, რომ ვენაში ბირთვული შეთანხმების წევრ-ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ შეთანხმებას აშშ დაუბრუნდეს, ირანმა კი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეები მოსახლეობის ავტომობილებს გადაადგილებაზე პრობლემას არ შეუქმნიან, თუმცა „ენკას“ მანქანებს არ გაატარებენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დავით კოდუას ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა