12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირანი: თუ, ვაშინგტონი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, თეირანი მათ ტერიტორიაზე განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყამს

ირანმა სპარსეთის ყურეს რეგიონის ქვეყნები გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, თეირანი მათ ტერიტორიაზე განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყამს. ამის შესახებ ოთხშაბათს Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე სამხედრო ინტერვენციით დაიმუქრა.

„თეირანმა რეგიონის ქვეყნებს — საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების, ასევე თურქეთის ჩათვლით შეატყობინა, რომ თუ აშშ ირანს ამოიღებს მიზანში, მათ ტერიტორიებზე არსებული ამერიკული ბაზები თავდასხმის ობიექტები გახდება“, — აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

მან ასევე, დასძინა, რომ ირანმა ამ მთავრობებს აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის აღკვეთისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ევროპას რუსეთთან პირდაპირი სასაუბრო აქვს” – ირაკლი ფავლენიშვილი
შემდეგი სტატიაირანში მომიტინგე ერფან სოლტანს დღეს სიკვდილით დასჯიან