18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ირანი: თუ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განაგრძობს, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს

თუ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის ბლოკადას განაგრძობს, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს,- აცხადებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„თუ მეორე მხარე გადაწყვეტს თავისი ვალდებულებების დარღვევას, რასაც, როგორც ჩანს, აპირებს და თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა საპასუხოდ საჭირო ზომებს მიიღებს და ეს ეჭვგარეშეა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გაიხსნა. აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სრუტე გახსნილია, თუმცა დასძინა, რომ საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება.

„ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია და მზად არის ბიზნესისა და სრული გატარებისთვის, თუმცა საზღვაო ბლოკადა სრულად ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, იქამდე, სანამ ირანთან ჩვენი გარიგება 100%-ით არ დასრულდება“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან