28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ირანი: თუ აშშ-ის თავდასხმები კიდევ გაგრძელდება, ჩვენ სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაში გადავალთ

CNN-ის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსანმა და უზენაესი ლიდერის მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ, განაცხადა, რომ თუ აშშ-ის თავდასხმები კიდევ ორი ​​ან სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ისინი სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაში გადავლენ.

მისი თქმით, არანაირი პოლიტიკური საზღვარი არ იქნება დაცული ირანის შეტევითი ძალებისგან.

„არც ერთი პოლიტიკური საზღვარი არ იქნება დაცული ირანის შემტევი ძალებისგან“, – განაცხადა რეზაიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს უნდა დაეკისროს ფინანსური კომპენსაციის გადახდა “სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის”.

CNN წერს, რომ რეზაის მუქარა მეტწილად იმ განცხადებებს იმეორებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. ტრამპმა ისედაც მყიფე აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულად“ გამოაცხადა, რის შემდეგაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე ახალი დარტყმები დაიწყო. საპასუხოდ, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე, რომლებიც მისი ზოგიერთი არაბი მოკავშირის, მათ შორის კატარის, ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშითბილისში მუქარისა და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“