BBC-ის ინფორმაციით, ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას პრესმდივანმა დაიმუქრა, რომ ირანი რეგიონში ისრაელის და აშშ-ის ბანკებს დაესხმება თავს, მისი თქმით, ირანში ბანკის დაბომბვის გამო.
იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA, ებრაჰიმ ზოლფაღარი აფრთხილებს, რომ „რეგიონის მოსახლეობა ბანკებიდან ერთი კილომეტრის რადიუსში არ უნდა იყოს“.
ზოლფაღარი აცხადებს, რომ „მტერმა მოგვცა თავისუფლება, დავესხათ თავს აშშ-სა და ისრაელის ეკონომიკურ ცენტრებსა და ბანკებს“.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სეფაჰ ბანკის“ შენობა დაბომბეს.
სამშაბათს ირანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „სეფაჰის“ და კიდევ ერთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკის, „მელის“ მომსახურებაში გარკვეული შეფერხებები იყო.













