ირანი საქართველოში გაზის ექსპორტს რამდენიმე დღეში დაიწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2016 13:42

ირანი საქართველოში გაზის ექსპორტს რამდენიმე დღეში დაიწყებს

pipelineeeირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის (NIGEC) გენერალურმა დირექტორმა, ალირეზ კამელმა ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim News-ს განუცხადა, რომ ირანი საქართველოში სომხეთის გავლით მალე დაიწყებს გაზის ექსპორტს.
“უახლოეს დღეებში საქართველოში გაზის მიწოდებას დავიწყებთ. ჩვენი შეფასებით, ნურდუზეს გაზგამანაწლებელი სადგური საკმარისი სიძიელრის არის იმისათვის, რომ გაზის მოცულობა სომხეთიდან საქართველოში გავუშვათ” – განაცხადა ირანული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
პროექტის რეალიზაციას, კამელის თქმით, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დანიშნულება აქვს რეგიონისა და ევროპის ქვეყნებისთვის. ახალი მარშრუტის საბოლოო წერტილი, რომელიც ირანს, სომხეთს, საქართველოსა და ბულგარეთს გააერთიანებს, ევროკავშირი იქნება.

ადრე ბულგარეთის პრემიერმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ის ირანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მზაობა გამოთქვა ახალი სატრანსპორტო პროექტის მხარდასაჭერად.
გაზსადენი ირანი-სომზეთი, რომელიც 113 კმ-ია, ექსპლოატაციაში 2007 წელს შევიდა და მისი მაქსიმალური გამტარუანარიანობა 2 მილიარდი კუბური მეტრია. ირან-საქართველოს შეთანხმების თანახმად, საქართველო აღნიშნული გაზსადენით 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს ყოველწლიურად.

წყარო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 20, 2016 13:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics