“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია Fox News-ის სტატიას ეხმაურება, რომელიც საქართველო-ირანის კავშირებს შეეხება.
“ირანი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენის ქსელი, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნეს-ქსელებით და არ შემოფარგლება საქართველოს რაღაც ფინანსურ სამრეცხაოდ გამოყენებით, არამედ სამწუხაროდ შემოიფარგლება სხვა მიმართულებითაც, რაც უნდა იყოს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან საყურადღებო იმის შემდეგაც, რაც ამ რეჟიმმა სულ ცოტა ხნის წინ ათასობით პატრიოტი ადამიანი უმოწყალოდ ამოჟლიტა. ამის შემდეგაც კი ქოცურმა რეჟიმმა გვაკადრა ის, რომ დედაქალაქის თავზე ააფრიალა ირანის დროშა. ცხადია, კობახიძე ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრად მეტ საერთოს პოულობს აიათოლებთან, ვიდრე პოულობს რომთან, ბერლინთან და პარიზთან, იმიტომ, რომ ის არის თემით ტერფამდე ანტიევროპელი, მისი პროექტი არის ანტიევროპული და შესაბამისად ანტიქართული”, – აცახდებს გრიგოლ გეგელია.
















