11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ირანი: ომის დროს 3 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, ირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს 3 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემის ცნობით, ირანის სასამართლო სისტემის დაქვემდებარებაში მყოფი ირანის სამართლებრივი მედიცინის ორგანიზაციის განახლებული მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 3 375 ადამიანის ცხედარი. ო

ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულებს შორის 2 875 მამაკაცია და 496 ქალია. ყველაზე მაღალი მსხვერპლი დაფიქსირდა თეირანის, ჰორმოზგანისა და ისფაჰანის პროვინციებში. მყოფი ირანის სამართლებრივი მედიცინის ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ასობით ბავშვია.

ორგანიზაციის მონაცემებით, შვიდი გარდაცვლილი ერთ წლამდე ასაკის ჩვილია, 255 -1-დან 12 წლამდე ბავშვი, ხოლო 121 – 13-დან 18 წლამდე მოზარდი. დაღუპულებს შორის ასევე არიან ავღანეთის, სირიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ერაყისა და ლიბანის მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშივაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მიწა ჩამოიშალა
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ