ირანი მზადაა ასადს შეელიოს…

ირანმა გადაწყვიტა, რომ რუსეთთან ერთობლივი პოზიცია შეიმუშავოს სირიის პროცესების პოლიტიკურ დარეგულირებასთან მიმართებაში, რის გამოც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისათვის ხელისუფლების შენარჩუნების მტკიცე პოზიციას უკვე არბილებს…

სააგენტო ,,როიტერის,, მიერ ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი ასადის ხელისუფლებიდან წასვლაზე, თუ ამას სირიელი ხალხი გაწყვეტს…

,,მოვილაპარაკეთ, რომ მოსკოვი და ირანი ერთიან პოლიტიკურ პოზიციას დაიჭერს, რომელიც ირანის, რუსეთის და სირიისათვის სასარგებლო იქნება. ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ, რომ სირიელმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მისი ხელმძღვანელი, თუმცა მანადე იქ მშვიდობა უნდა დამყარდეს… არ გამოვრიცხავთ, რომ სირიელმა ხალხმა გადაწყვიტოს ასადის წასვლა… მაშინ ის უნდა წავიდეს. თუ მას აღარ შეუძლია საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახუროს, ქვეყანას სხვამ, უფრო ღირსეულმა მემკვიდრემ უნდა მართოს, ,, აცხადებს სააგენტოსთან ირანელი მაღალი თანამდებობის პირი.

,,ირანი და რუსეთი, ასადათან და სირიასთან დაკავშირებულ საკითხებში სრულ ჰარმონიაში არიან,, აცხადებს ,,როიტერის,, ირანელი რესპოდენტი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიერდოღანი ობამას დათანხმდა… თურქეთს ერაყიდან ჯარები გაჰყავს…
შემდეგი სტატიასირიაში რუსული ბაზა დაიბომბა… ღაღუპულია 9 რუსი ჯარისკაცი…