14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ირანი: მზად ვართ, ჩვენი თავდაცვითი შეიარაღების შესაძლებლობები დამოუკიდებელ ქვეყნებს გავუზიაროთ

The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანი მზადაა, თავისი თავდაცვითი შეიარაღების შესაძლებლობები დამოუკიდებელ ქვეყნებს, განსაკუთრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრებს, გაუზიაროს.

ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, რეზა ტალაეი-ნიკის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები გამართა რუს და ბელარუს თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ორივე ქვეყანამ თეირანთან თანამშრომლობის გაგრძელების ვალდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ცნობისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები არიან : რუსეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

banner
წინა სტატიაში„სიენენი“: ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, რომელსაც აშშ და ისრაელი ომის მიზეზად მიიჩნევენ, მოგვიანებით განიხილება
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაამტკიცა