3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

“ირანი მზად არის იაპონურ გემებს ჰორმუზის სრუტეში გზა გაუხსნას” –აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, იაპონურ საინფორმაციო სააგენტო Kyodo News-ს განუცხადა, რომ ირანი მზად არის ჰორმუზის სრუტეში იაპონიასთან დაკავშირებული გემების გატარება დაუშვას.

გამოცემის ინფორმაციით, არაღჩიმ აღნიშნა, რომ იაპონურ მხარესთან მოლაპარაკებები ბლოკადის დროებით მოხსნასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.

არაღჩის განცხადების საპასუხოდ, იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა Kyodo-ს განუცხადა, რომ „ირანულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები ბლოკადის მოსახსნელად ყველაზე ეფექტური გზაა“.

მან ასევე დასძინა, რომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რათა არ მოხდეს აშშ-ის პროვოცირება. მისივე თქმით, მაშინაც კი, თუ იაპონურ გემებს წყლის ამ გზით სარგებლობის უფლებას მისცემენ, ეს მიმდინარე ენერგეტიკულ კრიზისს მაინც ვერ გადაჭრის.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა Kyodo-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ არაღჩის განცხადების „ნამდვილი განზრახვა“ საგულდაგულოდ უნდა შეფასდეს.“

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ილია მეორესთან და ფილარეტთან ერთად დიდი ეპოქა წავიდა