13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირანი: მოჯთაბა ხამენეი სრულიად ჯანმრთელია, იმყოფება საკუთარ კაბინეტში და ფაქტობრივად ყველაფერს აკონტროლებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საიდ ხატიბზადეს ინფორმაციით, მოჯთაბა ხამენეი კარგადაა, სრულიად ჯანმრთელია, იმყოფება საკუთარ კაბინეტში და ფაქტობრივად ყველაფერს აკონტროლებს.

მანამდე, ორი დღის წინ გამოცემა The Times-მა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია, მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია.

უზენაეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ, მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა. აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად მოჯთაბა ხამენეიც დაშავდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურეს ირანელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც

banner
წინა სტატიაში17 სახელმწიფო უწყების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები არ ქვეყნდება
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან