2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ირანი მიიჩნევს, რომ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკასთან მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკასთან „მოლაპარაკების გარდა, სხვა გზა არ არსებობს“.

„არავის აქვს უფლება, თქვას, რა უნდა გვქონდეს და რა არ უნდა გვქონდეს. ეს დომინირების უარყოფის პრინციპს ეფუძნება. მე მაქვს გამდიდრების უფლება. კანონის თანახმად, ჩემზეა დამოკიდებული, გამოვიყენებ თუ არა ამ უფლებას. თქვენ თუ შეშფოთებული ხართ, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ შეშფოთებას, თუ არის კითხვები, ჩვენ ვპასუხობთ ამ კითხვებს, თუ არ არის ნდობა, ჩვენ შევქმნით ნდობას, მაგრამ არავის აქვს უფლება, გვითხრას – არ უნდა გქონდეთ ეს, რადგან მე ასე მინდა“, – განაცხადა არაღჩიმ.

ცნობისთვის, 6 თებერვალს ირანელმა და ამერიკელმა წარმომადგენლებმა ომანის დედაქალაქ მასკატში მოლაპარაკებები გამართეს ბირთვული პროგრამის საკითხზე. მოლაპარაკებები არაპირდაპირი სახის იყო და ის ომანის შუამავლობით წარიმართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშისტუ თსუ-ს დაარსებიდან 108-ე წლისთავს ულოცავს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს