ირანი, მეორე ენად რუსულის შემოღებას აპირებს

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ რუსეთს შესთავაზა, რომ მათ ქვეყნებში მეორე ენად, რუსული და სპარუსლი შემოიღონ.
ირანული RNA-სინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფი, ირანის განათლების მინისტრი მუჰამმედ ბეთჰაი, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმას მეცნიერების და განათლების კომიტეტის პრეზიდენტ, ვიაჩესლავ ნიკონოვს შეხვდა და მას ქვეყნების სკოლებში სპარსულის და რუსულის მეორე ენად შემოღება შესთავაზა.
ბეთჰაიმ განაცხადა, რომ ,,ირანის მთავრობა მიზნად ისახავს ქვეყანაში მეორე ენად ინგლისურის ნაცვლად სხვა ენების, განსაკუთრებით კი, რუსულს მიანიჭოს დიდი უპირატესობა,,
ვიაჩესლავ ნიკონოვმა ირანის შეთავაზება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის სკოლებში მეორე ენად ჩინურთან ერთად სპარსულის შემოღებასაც აპირებენ.
ირანის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ქვეყანაში მცხოვრები თურქულენოვანი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი შეიძლება მოჰყვეს, რადგან ისინიც დიდი ხანია მოითხოვენ, რომ სკოლებში მეორე ენად, თურქული იქნას შემოღებული.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საქართველოში უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს