„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბანზე თავდასხმები თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ამას სინანულის მომგვრელი პასუხი მოჰყვება.
„ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ფიცის დამრღვევ შეერთებულ შტატებსა და მის სიონისტ პარტნიორს, რომლებიც ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობენ. თუ ძვირფასი ლიბანის წინააღმდეგ აგრესია დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას და რეგიონში მავნე აგრესორებს სინანულის მომგვრელ პასუხს გავცემთ“, – აღნიშულია განცხადებაში.
ამასთან, ირანის სახელმწიფო სააგენტო ციტირებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ოფიციალურ პირის განცხადებას, რომლის თქმითაც, დაჯგუფება „ჰეზბოლაზე“ თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია.
„ნებისმიერი თავდასხმა ამაყ „ჰეზბოლაზე“ წარმოადგენს თავდასხმას ირანზე. სამხედრო ველი ემზადება მძიმე პასუხისთვის ისრაელის რეჟიმის სასტიკ დანაშაულებზე“, – ამბობს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელი.















