27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ირანი ჰორმუზის სრუტის წყალქვეშა კაბელებზე ტარიფების დაწესებას გეგმავს

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელებისთვის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სპეციალური ტარიფების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა ახალი რეგულაციების ამოქმედება უკვე დააანონსეს.

როგორც ირანული მედია იუწყება,  უცხოურმა სატელეკომუნიკაციო ფირმებმა სპეციალური ლიცენზიის საფასური უნდა გადაიხადონ. ამასთან, კაბელების ტექნიკური მომსახურების უფლება მხოლოდ ირანულ მხარეს გადაეცემა.

Bloomberg Economics-ის ანალიტიკოსის განმარტებით, თეირანის ეს ნაბიჯი მიზნად გლობალურ ეკონომიკაზე მძიმე ფინანსური ტვირთის დაკისრებას ისახავს. ამ გზით ისლამური რესპუბლიკა სამხედრო თავდასხმებისგან საკუთარი რეჟიმის დაცვას ცდილობს. შესაბამისად, ექსპერტები ამ ინიციატივას უფრო პოლიტიკურ მუქარად მიიჩნევენ. მოსაკრებელის დაწესების მხრივ საყურადღებოა CNN-ის ცნობა, რომლის თანახმადაც მილსადენების მფლობელ კომპანიებს ირანისთვის თანხის გადახდა ამერიკული სანქციების გამო ოფიციალურად აეკრძალათ.

ცალკე პრობლემა, რომელზეც ანალიტიკოსები მიუთითებენ, არის ის საფრთხე, რაც ირანის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას შეიძლება მოჰყვეს. სექტორის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თეირანმა დაუმორჩილებლობის ფონზე, შესაძლოა, წყალქვეშა ინფრასტრუქტურა მძიმედ დააზიანოს. არაბთა გაერთიანებული საამიროების კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დივერსიების განხორციელება დამოუკიდებლად უკვე შეუძლია.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ორი მსხვილი კაბელი, Falcon-ი და GBI გადის და ორივე მათგანი ირანის ტერიტორიულ წყლებს კვეთს. ექსპერტების შეფასებით, მათმა დაზიანებამ შესაძლოა რამდენიმე კონტინენტზე მასშტაბური ციფრული კატასტროფა გამოიწვიოს. ეს პროცესი სპარსეთის ყურის ქვეყნების საბანკო სისტემასა და ინდოეთის აუთსორსინგის სექტორს დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაგეგმილ აქციაზე – ამ შეკრების მიზანია, მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ
შემდეგი სტატიასაქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება