6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ირანი: ჰორმუზის სრუტესა და ომანის სანაპიროზე სრული კონტროლი გვაქვს

თეირანს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის სანაპიროზე „სრული” კონტროლი აქვს,- აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლი.

მისი თქმით, საკმარისი უპირატესობის და ძალის გათვალისწინებით, სპარსეთის ყურეში ნაღმების განთავსების საჭიროება არ არსებობს. მისივე განმარტებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებენ.

ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის გარეთ მყოფ ქვეყნებს „ამ არეალში ჩარევის უფლება არ აქვთ“.

მანამდე „სიენენმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განლაგება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ისნის რაიონში გაზმომარაგება დროებით 7 500 აბონენტს შეუწყდება
შემდეგი სტატიაევროკომისია წევრ ქვეყნებს ენერგეტიკული რეზერვების შევსებას ოფიციალურად სთხოვს