15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირანი: ჰორმუზის სრუტე მთლიანად ირანის ხელშია

ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ჰაჯი ბაბაეის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე თეირანისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი მტკიცებით, სრუტე მთლიანად ირანის ხელშია და მისი გადასახადის გადახდა ირანულ ვალუტაში, რიალში უნდა განხორციელდეს.

ცნობისთვის, პაკისტანში ირანთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს ჰორმუზის სრუტე არ უხსენებია.

აშშ-სა და ირანს შორის არსებული პირობითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მთავარი ნაწილი გემების სრუტეში უსაფრთხოდ გავლაა.

banner
წინა სტატიაშიირანის პარლამენტის სპიკერი: ახლა აშშ-ის ჯერია, გადაწყვეტილება მიიღოს, შეძლებს თუ არა ირანის ნდობის მოპოვებას
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ხიდი დააზიანა