5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ირანი: ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა, მტრების გარდა

ირანის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა, მტრების გარდა.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) ირანის წარმომადგენელმა ალი მუსავიმ განაცხადა, რომ თეირანი მზადაა კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და სხვა ქვეყნებს საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და მეზღვაურების დასაცავად.

„ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა, მტრების გარდა. გემებისა და მათი ეკიპაჟების უსაფრთხოება მოითხოვს კოორდინაციას ირანის ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა ალი მუსავიმ.

მუსავის მტკიცებით, დიპლომატია ირანის პრიორიტეტად რჩება, მაგრამ „აგრესიის სრული შეწყვეტა, ურთიერთნდობა და გარანტია უფრო მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

banner
წინა სტატიაშიირანში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის ელექტროსადგურებს თავს დაესხმება, რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურა თეირანის სამიზნე გახდება
შემდეგი სტატიაილია II-ის დაკრძალვაზე პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი იმყოფება