ირანი ევროპასა და რუსეთში ნავთობის ექსპორტს იწყებს

ირანი ევროპასა და რუსეთში ნავთობის ექსპორტს იწყებს. თეირანი უახლოეს პერიოდში ევროპასა და რუსეთს 4 მილიონ ბარელს მიაწვდის. ნავთობკომპანიის ინფორმაციით, ფრანგულმა კომპანია ტოტალმა ირანისგან 2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი უკვე შეიძინა, დანარჩენი ორი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა იყიდეს. თეირანში აცხადებენ, რომ ქვეყანას მოპოვებული 40 მილიონი ბარელი ნავთობი აქვს და სანქციების გაუქმება ქვეყანას საშუალებას აძლევს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაზარდოს.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში რომის პაპის მესის ჩაშლა სცადეს
შემდეგი სტატიათელავში გაზის ტარიფის გაზრდას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს