8.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ირანი: ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში, რეგიონი აშშ-ისა და ისრაელისთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა

ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში რეგიონი აშშ-ისა და ისრაელისთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა,- აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი.

„მტრობა თუ გამწვავდება, მთელი რეგიონი თქვენთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა; ირანის ისლამური რესპუბლიკის დამარცხების ილუზია გადაიქცევა ჭაობად, რომელშიც ჩაიძირებით“, – აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი.

ირანში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს 48 საათი აქვს შეთანხმების მისაღწევად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას „ჯოჯოხეთი დაატყდება თავს“.

ირანის შეიარაღებულ ძალებში ტრამპს „აგრესიული და ომისმოყვარე“ პრეზიდენტი უწოდეს და მისი მუქარა ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ „სასოწარკვეთილ, აღგზნებულ და უგუნურ ნაბიჯად“ შეაფასეს.

თეირანში ამბობენ, რომ თუ აშშ ირანის ინფრასტრუქტურას დაარტყამს, თეირანი მიზანში ამოიღებს აშშ-ის არმიისა და ისრაელის მიერ გამოყენებულ ინფრასტრუქტურას.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო
შემდეგი სტატიაზელენსკი: ირანის წინააღმდეგ გაჭიანურებული ომი ჩვენს მიმართ მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს