3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ირანი დაღუპულთა რიცხვს ასახელებს

ირანი დაღუპულთა რიცხვს ასახელებს – ქვეყნის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით,  მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით 780-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ირანის სახელისუფლო ობიექტები დაბომბა, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე „ირანის არმიის ოფიცრების მომზადების დაწესებულება“.

banner
წინა სტატიაშიმაჯედ ალ-ანსარი: ზეწოლა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ომის დასრულების მიზნით, წარუმატებელი იქნება
შემდეგი სტატიაალექსანდრე ხვთისიაშვილი: დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით