ირანი და სამხრეთ კავკასია-გეოპოლიტიკური ინტერესები და რეგიონული პრიორიტეტები

ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის ზრდის გათვალისწინებით, რაც საფრთხეს უქმნის ასევე სამხრეთ კავკასიას, საქართველოს მალე მოუწევს თავისი რეგიონული პრიორიტეტების გადახედვა — თბილისმა უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა ირანთან (პრო-დასავლური კურსი უცვლელი რჩება, რათა ძალთა ბალანსი რეგიონში შენარჩუნდეს), რომელიც შეურიგებელად ეწინააღმდეგა რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, ანუ “ISIS” და სხვა. (“ISIS”-ის საქმიანობა მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ითვლებიან ირანის მოკავშირეებად — ერაყის ხელისუფლება და ბაშარ ასადის მთავრობა). ერაყისა და სირიის დესტაბილიზაციამ, ირანს ხმელთაშუა ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა — ამგვარად დღის წესრიგში დგას ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების ძიება, რაც პოსტ-სანქციურ პერიოდში, ირანის საგარეო პოლიტიკისათვის მთავარ პრიორიტეტად სახელდება.

 

ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის ზრდის გათვალისწინებით, რაც საფრთხეს უქმნის ასევე სამხრეთ კავკასიას, საქართველოს მალე მოუწევს თავისი რეგიონული პრიორიტეტების გადახედვა — თბილისმა უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა ირანთან (პრო-დასავლური კურსი უცვლელი რჩება, რათა ძალთა ბალანსი რეგიონში შენარჩუნდეს), რომელიც შეურიგებელად ეწინააღმდეგა რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, ანუ “ISIS” და სხვა. (“ISIS”-ის საქმიანობა მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ითვლებიან ირანის მოკავშირეებად — ერაყის ხელისუფლება და ბაშარ ასადის მთავრობა). ერაყისა და სირიის დესტაბილიზაციამ, ირანს ხმელთაშუა ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა — ამგვარად დღის წესრიგში დგას ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების ძიება, რაც პოსტ-სანქციურ პერიოდში, ირანის საგარეო პოლიტიკისათვის მთავარ პრიორიტეტად სახელდება.ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ, არსებითად, აგებულია და ფუნქციონირებს პრაგმატიზმისა და რეალპოლიტიკის, ისტორიული გამოცდილებისა და რეგიონში ძალთა ბალანსის შენარჩუნების ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც რეგიონული ძალა, მას კარგად ესმის, რომ ამ ეტაპზე საკუთარი შესაძლებლობები არ აძლევს ამის საშუალებას და ის მხოლოდ აკვირდება გარე გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, მისი რეგიონული პოლიტიკა ფრთხილი და დაბალანსებულია.

და ბოლოს, ირანის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიდგომა სამხრეთ კავკასიისადმი უფრო პრაგმატულია, ვიდრე იდეოლოგიური (რასაც ვერ ვიტყვით თეირანის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაზე). იგი ეფუძნება ეთნიკურ-რელიგიურ კუთვნილებას და ორიენტირებულია პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე, რათა არ მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება რეგიონში, რომელმალ შეიძლება აშშ-ს, ევროკავშირისა და NATO-ს პოზიციები გააძლიეროს. გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენა გაცილებით სუსტია, ვიდრე დასავლეთისა ან თურქეთისა, თეირანი მხარს უჭერს რუსეთის გავლენის შენარჩუნებას ამ რეგიონში, რათა დაცულ იქნას ძალთა ბალანსი.

 

გეოპოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიაში უამრავი მოუგვარებელი კონფლიქტებია, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში შემდეგი სურათისაა:

  • საქართველო-რუსეთის დაპირისპირება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამო (კრემლისთვის მიუღებელია თბილისის პრო-დასავლური კურსი);
  • სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო;
  • რუსეთი ზეწოლას ახდენს ყველა მეზობელზე,რათა აღადგინოს თავისი ძველი გავლენა;
  • აზერბაიჯანი ედავება ირანს და თურქმენეთს კასპიის ზღვის ნავთობის საკითხში
  • ირანსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი „ცივი ომი“ მიმდინარეობს, 1) ირანში მრავალმილიონიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის არსებობა და 2) აზერბაიჯანში შიიტური მოსახლეობის უმრავლესობა (ირანში თეოკრატიული მმართველობაა, აზერბაიჯანში კი საერო).ახლო წარსულის გათვალისწინებით, ირანის შიში აზერბაიჯანის წინაშე არ არის უსაფუძვლო — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ირანის აზერბაიჯანელებმა შექმნეს ავტონომია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ირანის შემადგენლობიდან ამ პროვინციის გამოყოფით დაგვირგვინდებოდა და შეუერთდებოდა მის”ისტორიულ სამშობლოს” —საბჭოთა აზერბაიჯანს.

ზუსტად ამ წინააღმდეგობებზეა აგებული თურქეთის, რუსეთის, ირანისა და დასავლეთის საგარეო (კავკასიური) პოლიტიკა — ისინი ოსტატურად იყენებენ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტებს, რათა გააძლიერონ თავიანთი პოზიციები.

 

ირანის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები სამხრეთ კავკასიის მიმართულებით

დასავლეთის (განსაკუთრებით, აშშ-ს), თურქეთის, რუსეთისა და ირანის სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი გეოპოლიტიკურ თამაშში სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად, ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში იკვეთება.

რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებისათვის, ირანის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება — დიპლომატია, ეკონომიკური ურთიერთობები და სპეცსამსახურების საქმიანობა.

 

კულტურული სფერო

სამხრეთ კავკასიაში კულტურული პოლიტიკის გატარებისას, ირანი ცდილობს ხაზი გავუსვას თავის ენობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ კავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს ამით გააძლიეროს მორყეული პოზიციები. რა თქმა უნდა, თეირანის მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მიზნები არ განისაზღვრება მხოლოდ კულტურული ფაქტორით.

 

სამხედრო სფერო

რაც შეეხება ირანისა და ამიერკავკასიის სახელმწიფოებს შორის სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, პრიორიტეტი აქ ეკუთვნის აშშ-ს და დასავლეთს (საქართველო), რუსეთს (სომხეთი) და თურქეთს (აზერბაიჯანი). თურქეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოებით, აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ კიდევ უფრო დაუახლოვდნენ NATO-ს, ამ შემთხვევაში, კავკასიის ნავთობის პროექტები მოქცეულია დასავლეთის უსაფრთხოების სისტემის დაცვის ქვეშ. ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების გაყვანით, ირანი, რუსეთი და სომხეთი ცდილობენ შექმნან გარკვეული საპირწონე, რათა შეაჩერონ სამხრეთ კავკასიაში „NATO-ს ექსპანსია“.

 

ირანის პოლიტიკა კავკასიაში ეფუძნება პირველ რიგში ეკონომიკურ ინტერესებს. რეგიონში თეირანის ძირითად მიზნებად შეიძლება ჩაითვალოს:
– ჩრდილო-დასავლეთ ირანის პროვინციების დესტაბილიზაციის აღკვეთა (აზერბაიჯანული მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების განეიტრალება)
– აშშ-ს გავლენის შეზღუდვა
– სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება
– სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაყვანა და ენერგორესურსების  ექსპორტი დასავლეთისკენ.

 

ირანი და საქართველო

გეოპოლიტიკა და ეკონომიკური ინტერესები

საქართველო—ირანის ურთიერთობების გაღრმავებისათვის, შეიძლება ითქვას საკმაოდ ხელსაყრელი პირობები არსებობს:
1) ირანს, რომელსაც საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, ვერ ექნება პრეტენზია მის რომელიმე ტერიტორიაზე (როგორც შუა საუკუნეებში იყო)
2) ირანი საქართველოში მხარს არ უჭერს და არ უჭერდა სეპარატისტულ ტენდენციებს (ზოგი ჩვენი მეზობლისგან განსხვავებით)
3) ირანმა არ აღიარა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი).
4) ირანი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით, რათა ამ მარშრუტიტთ დაუკავშირდეს ევროპას და გააძლიეროს თავისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში.

 

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორია ირანისათვის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობისაა, რათა მოხერხდეს ირანული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში.

ამდენად, თბილისმა უნდა გაატაროს უფრო აქტიური რეგიონული საგარეო პოლიტიკა და თეირანთან დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები პირველ რიგში, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში, ასევე ტურიზმის  და ინვესტიციების მოზიდვის დარგში (სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები  და ა.შ.).

რუსეთ-თურქეთის შორის დაძაბულობის პირობებში, საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა ნებისმიერი შიდა რყევები, რომელიც სავსებით შესაძლებელია დატრიალდეს თურქეთში, აუცილებლად უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან, დღეისათვის, ანკარა წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს.

ზემოხსენებული ეს ფაქტორები და გარემოებები საქართველოს კარნახობს, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, მეზობელ ქვეყნებთან აწარმოოს უფრო მოქნილი პოლიტიკა. თუმცა, საქართველოში, პოლიტიკური ელიტის მიერ, ირანის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის სრული სერიოზულობით აღქმული. იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები და რეგიონში ტერორისტული საქმიანობა მატულობს, სავსებით შესაძლებელია, ახლო მომავალში, ეს გარემოება თბილისსა და თეირანს შორის ეკონომიკური და სამხედრო სფეროში დაახლოების წინაპირობად იქცეს.

 

თანამშრომლობა სამხედრო სფეროში და ირანის სპეცსამსახურების საქმიანობა.

საქართველოსა და ირანს შორის, პრაქტიკულად არ არსებობს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რაც თბილისის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორის გათვალისწინებით სულაც არ იწვევს გაკვირვებას. კონტაქტები დამყარებულია მხოლოდ ორივე ქვეყნის შსს-ის ხაზით (ინფორმაციის გაცვლა, ბრძოლა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ და სხვ.

ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის ზრდის გათვალისწინებით, რაც საფრთხეს უქმნის ასევე სამხრეთ კავკასიას, საქართველოს მალე მოუწევს თავისი რეგიონული პრიორიტეტების გადახედვა — თბილისმა უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა ირანთან (პრო-დასავლური კურსი უცვლელი რჩება, რათა ძალთა ბალანსი რეგიონში შენარჩუნდეს), რომელიც შეურიგებელად ეწინააღმდეგა რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, ანუ “ISIS” და სხვა. (“ISIS”-ის საქმიანობა მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ითვლებიან ირანის მოკავშირეებად — ერაყის ხელისუფლება და ბაშარ ასადის მთავრობა). ერაყისა და სირიის დესტაბილიზაციამ, ირანს ხმელთაშუა ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა — ამგვარად დღის წესრიგში დგას ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების ძიება, რაც პოსტ-სანქციურ პერიოდში, ირანის საგარეო პოლიტიკისათვის მთავარ პრიორიტეტად სახელდება.

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

 

banner
წინა სტატიაშიიაპონიის ჯანდაცვამ დაზღვევაში კიბერ-კოსტუმები შეიყვანა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სპექტაკლს რიგით მოქალაქეებთან ერთად დაესწრება