ირანი და ერაყი სხვა ქვეყნებთან ერთად ნავთობის მოპოვებას შეაჩერებენ

ირანი და ერაყი სხვა ქვეყნებთან ერთად ნავთობის მოპოვებას შეაჩერებენ

ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოების შეხვედრის ახალი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ირანი და ერაყიც, ხვალ, 17 თებერვალს გაიმართება – მედია ინფორმაციას ვენესუელას ნავთობის მინისტრის, ევლოხიო დელ პინოს მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს ოთხი ქვეყანა – რუსეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ვენესუელა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ნავთობის მოპოვებას შეაჩარებენ იმ პირობით, თუკი სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით, მსოფლიოში ნავთობის ფასი საგრძნობლად დაეცა.

banner
წინა სტატიაში2 დაჭრილი და 1 გარდაცვლილი – სისხლიანი გარჩევა აღმაშენებლის ხეივანში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: კომპანიებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს