“ირანი ჩვენი მეზობელია და ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს“ – დავით სერგეენკო

ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღების გადაწყვეტილებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ორი წლის წინ უვიზო რეჟიმის გაუქმებამ პრობლემები შექმნა ირანში მცხოვრები ქართველებისთვის. გელა დუმბაძე მნიშვნელოვანს უწოდებს გადაწყვეტილებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დადებითად აფასებს ირანთან უვიზო რეჟიმის აღდგენის ფაქტს ჯანდაცვის მინისტრი.

„ბოლო ხანებში, ირანთან მიმართებაში, ბევრმა ქვეყანამ გადახედა თავის დამოკიდებულებას, ამერიკამ მას მთელი რიგი სანქციები მოუხსნა. ირანი ჩვენი მეზობელია და ქართული სახელმწიფოც ეძებს პრაგმატულ მიდგომებს,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ოფიციალური განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში„ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ იქნება მიზანშეწონილი,” – გიორგი კახიანი
შემდეგი სტატიამამუკა ღლონტი: მე პრეტენზია არ მქონია, ვიდრე გიორგი გაჩეჩილაძე არ შემოვარდებოდა ტელევიზიაში