აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვირჯინიის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო დარტყმებმა ირანის ბირთვული ამბიციები ათწლეულებით შეაფერხა. მან ხაზი გაუსვა დაზვერვის მონაცემებს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ახლა ძლიერი პოზიციიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს:
„თუ შეხედავთ, რას ამბობს ჩვენივე დაზვერვა მათ ბირთვულ პროგრამაზე, ისინი ბირთვული ბომბის შექმნას იმაზე უფრო მეტად არიან დაშორებულნი, ვიდრე ოდესმე, ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში… თუ ირანელები ბირთვული პროგრამის აღდგენას შეეცდებიან, პრეზიდენტს აქვს არჩევანი. თუ ირანელები შეეცდებიან დაემუქრონ მეზობლებს ან დააფინანსონ ტერორიზმი, ჩვენ გვაქვს არჩევანი“.

















