ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლას აპირებს

ირანის პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონპროექტს ამზადებს – განცხადება ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა:

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. მთავრობამ პარლამენტის კანონპროექტები უნდა აღასრულოს, მაგრამ ასეთი წინადადება მხოლოდ მომზადების პროცესშია და შემდგომ ეტაპებზე პარლამენტთან კოორდინაციას გავუწევთ“ | განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1968 წელს დაამტკიცა. ირანმა ხელშეკრულებას ხელი 1968 წელს მოაწერა, მისი რატიფიცირება კი 1970 წელს მოახდინა

banner
წინა სტატიაშისანამ დროა, დაკეტეთ საზღვარი ირანელებისთვის, ფერეიდნელების გარდა – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია