27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ირანი აშშ-სგან 24 მილიარდი დოლარის განბლოკვას ითხოვს

ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან გაყინული 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ირანული აქტივების განბლოკვას ითხოვს.

როგორც ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო საკითხებში მრჩევლის, მოჰსენ რეზაი აცხადებს , აქტივების განბლოკვის საკითხი მთავარ დაბრკოლებას  წარმოდგენს შეთანხმებისთვის.

რეზაის თქმით, ახლა გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი, ხელშია. თეირანი ითხოვს თანხის ნაწილის განბლოკვას შეთანხმების ხელმოწერისთანავე, დანარჩენის კი მოგვიანებით.

ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე გააფრთხილა, რომ სამხედრო დაპირისპირების განახლების შემთხვევაში კონფლიქტი შესაძლოა ორმუზის სრუტე-ს ფარგლებს გასცდეს და სხვა მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტებსაც შეეხოს. მიუხედავად ამისა, იგი ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ალბათობას დაბალ ნიშნულზე აფასებს.

banner
წინა სტატიაშისომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავმა თბილისში ავარიული დაშვება განახორციელა