ირანი აშშ-ს “მიძინებული ტერორისტული ჯგუფების” გააქტიურებით ემუქრება

NBC News-ის ცნობით, ირანმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გასულ კვირას, კანადაში გამართულ G7-ის სამიტზე, შუამავლის მეშვეობით წერილობითი შეტყობინება გადასცა.

წერილში თეირანი იმუქრება, რომ თუ მას ან მის ბირთვულ ობიექტებს დაარტყამენ, აშშ-ის ტერიტორიაზე გაააქტიურებენ ტერორისტულ „მიძინებულ ჯგუფებს“.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია, ასევე ფედერალური, შტატების და ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები ქვეყნის საკვანძო ქალაქებში მოყვანილია მაღალ მზადყოფნაში ნებისმიერი შესაძლო შიდა შურისძიების საფრთხის გამო.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ირანთან დაკავშირებული კონფლიქტი აშშ-ში უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო ართულებს და საფრთხის დონეს ზრდის.“

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძეს კიდევ ერთი, შვიდთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიამასობრივი შეტევა კიევზე: 6 დაღუპული, ნანგრევებქვეშ ადამიანებს ჯერაც ეძებენ