ირანი აშშ-ს ისრაელის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, აშშ კი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმებში ჩართული არ ყოფილა

ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ შეერთებული შტატები ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი დარტყმებისთვის „დიდ ფასს“ გადაიხდიან.

„შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, – განაცხადა შეკარჩიმ.

ამას გარდა, ისრაელს დაემუქრა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებილი თავდასხმები მის „საშინელ ბუნებას“ ავლენს.

„ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის მოქმედებების შესახებ წინასწარ იყო ჩაყენებული საქმის კურსში, ხოლო მარკ რუბიოს განცხადებით, აშშ არ ყოფილა ჩართული ისრაელის არმიის დარტყმებში.

banner
წინა სტატიაშიირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ისრაელის დარტყმებს შეეწირა
შემდეგი სტატიანუ დადარდიანდებით! სწორდით! სმენა! სინათლისკენ! – დათო სიმონია