ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი უპასუხოდ არ დატოვებს აშშ-ის მხრიდან იმ მემორანდუმის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ისახავს მიზნად. აღნიშნული განცხადება ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ორივე ქვეყნის დელეგაცია კატარში ირიბი მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.
ბაღაის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან მყისიერი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ აგრესიაზე, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი მუხლის დარღვევას. ბუნებრივია, თუ ასეთი დარღვევები განმეორდება და გაგრძელდება, ამ პროცესის გაგრძელებას სირთულეები შეექმნება“, — აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
















