10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ირანი: აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს თავს დაესხნენ

აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს თავს დაესხნენ. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მიუხედავად, რადიოაქტიური მასალის გავრცელება არ მომხდარა,- აცხადებენ ირანში.

ირანის ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ხონდაბის მძიმე წყლის კომპლექსს აშშ-ისრაელის ძალებმა შეუტიეს.

ირანული მედია მარკაზის პროვინციის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გავრცელებული ცნობით, მეორე დარტყმის სამიზნე იაზდის პროვინციის ქალაქ არდაკანში მდებარე საწარმოო ობიექტი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ობიექტის მიღმა რადიოაქტიური მასალის გაჟონვა არ შეუნიშნავთ.

თავდასხმა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ქალაქ არაკის ჩრდილო-დასავლეთით და ხირ-აბადის ინდუსტრიულ ზონაში.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: აშშ-ის მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: აშშ ელის, რომ ირანში მისი ოპერაცია „კვირებში და არა თვეებში“ დასრულდება