10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის ხელმძღვანელობა ჰოლივუდის მსგავსი ფანტაზიების გავლენის ქვეშაა მოქცეული

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, მაჯიდ მუსავიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგზავნის თავის ჯარისკაცებს საფლავებში და არა ირანი ბრუნდება „ქვის ხანაში“.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის ხელმძღვანელობა ჰოლივუდის მსგავსი ფანტაზიების გავლენის ქვეშაა მოქცეული და ამან აიძულა სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ 250-წლიან საკუთარ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, საფრთხე შეექმნა 6 000 წელზე მეტი ისტორიის მქონე ცივილიზაციისთვის.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია მას შემდეგ დაიწყეს, რაც 28 თებერვალს ისლამური რევოლუციის ლიდერი, აიათოლა სეიედ ალი ხამენეი რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო მეთაურსა და მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად მოკლეს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ძლიერად დაარტყამს.

„ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშინიკა ჩერქეზიშვილი: მოვითხოვთ, დადგეს კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა უწყებაში ფულს იპარავენ
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: დღევანდელი რეალობა პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს