ირანელი მსახიობი “ოსკარს” ტრამპის გამო არ დაესწრება

ირანელმა მსახიობმა ტარენ ალიდუსტიმ, რომლის მონაწილეობით ფილმი “ოსკარზეა” ნომინირებული, განაცხადა, რომ კინოპრემიის გადაცემის ცერემონიალს არ დაესწრება პროტესტის ნიშნად, რომელიც პრეზიდენტს დონალდ ტრამპის გეგმამ გამოიწვია, მუსლიმებზე ვიზის გაცემა შეზღუდოს. “ტრამპის აკრძალვა, ირანის მკვიდრებზე ვიზების გაცემაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ, რასისტულია. არა აქვს მნიშვნელობა, ეს კულტურული ღონისძიებაა თუ არა, მე 2017 წლის “ოსკარის” დაჯილდოვებაზე არ გამოვცხადდები პროტესტის ნიშნად” – დაწერა მსახიობმა “ტვიტერზე” – წერს “ბიბისი”.


შეგახსენებთ, რომ დღეს “ასოშეიდეთ პრესმა” გაავრცელა, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, 7 ქვეყნისთვის, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ, ვიზის გაცემა შეიზღუდება. გამოცემის ინფორმაციით, სიაში პირველი ირანი წერია.

banner
წინა სტატიაშიმექსიკის პრეზიდენტმა კედლის მშენებლობაზე დავის გამო აშშ-ში ვიზიტი გადადო
შემდეგი სტატიაქუთაისში, ინკასაციის ჯგუფს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ