ირანელი გენერალი, რომელიც რუსეთს შაჰედის დრონებს აწვდიდა, ისრაელის იერიშებისას დაიღუპა

13 ივნისს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელის, ამირ ალი ჰაჯიზადეს სიკვდილი დაადასტურა.

ჰაჯიზადე თეირანის მიერ რუსეთისთვის შაჰედის ტიპის დრონების მიწოდებას ხელმძღვანელობდა და ის ევროკავშირმა 2022 წელს დაასანქცირა.

2023 წელს ჰაჯიზადე რუსეთის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსაც შეხვდა და მას ირანული შეიარაღება წარუდგინა.

გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ჰაჯიზადე 2020 წლის იანვარში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაშიც მონაწილეობდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ირანის რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთს მის უკანონო ომში და უკრაინელების მოსაკლავად იარაღს აწვდის”.

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ტერიტორიაზე იერიშები გრძელდება
შემდეგი სტატიაყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პროკურატურაში დაიბარეს