14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირანელი გენერალი – ისრაელი და აშშ სასოწარკვეთილებამდე მივიყვანეთ

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აბდულაჰიმ განაცხადა, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ისრაელი და შეერთებული შტატები სასოწარკვეთილებამდე და გამოფიტვამდე მიიყვანა, რამაც ისინი აიძულა, რომ სასოწარკვეთით ითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა.

მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები „აშშ-ის მატყუარა პრეზიდენტს, რომელიც ბოდავს, ნებას არ მისცემს, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის თემაზე, ცრუ ნარატივები შექმნას“.

BBC-ის ცნობით, ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამაბადში, ჯერჯერობით, ირანიდან არანაირი დელეგაცია არ ჩასულა.

BBC, სამხრეთ აზიელ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ხელისუფლების კულისებში პოლიტიკური დაძაბულობაა, სადაც მკაცრი ხაზის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ მომლაპარაკებლებზე, რომ მათ დიპლომატიას კონფლიქტი არჩიონ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება