6.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ირანელებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის დრონების საწინააღმდეგო სისტემის საწყობი დაბომბეს,- აცხადებენ ირანის სამხედრო ძალებში.

ირანის სამხედრო წარმომადგენლების მტკიცებით, ეს შეიარაღება აშშ-ის ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა.

„მას შემდეგ, რაც დუბაიში ამერიკელი მეთაურებისა და ჯარისკაცების სამალავი დაიბომბა, დუბაიში მდებარე უკრაინული დრონების საწინააღმდეგო სისტემების საწყობი დაიბომბა და განადგურდა“, – ნათქვამია ირანის სამხედრო ცენტრალური ოპერატიული სარდლობის, „ხატამ ალ-ანბიას“ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.

banner
წინა სტატიაშილევან მაჭავარიანი: ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ
შემდეგი სტატიარუსეთი, 1 აპრილიდან, პრევენციის მიზნით, ბენზინის ექსპორტს კრძალავს