ირანელ მესაზღვრეებსა და თალიბებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

ირანელ მესაზღვრეებსა და თალიბებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. „ბიბისის“ ცნობით, ავღანეთის მმართველ თალიბებს და ირანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება ავღანეთის ნიმროზის პროვინციასა და ირანის ჰირმანდის რეგიონს შორის ტერიტორიაზე მოხდა.

ინციდენტში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ირანული მხარე მსხვერპლს არ ადასტურებს.

ირანული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბებმა დროშის აღმართვა ისეთ ზონაში სცადეს, რომელიც ავღანეთს არ ეკუთვნის.

ანალოგიური ინციდენტი გასულ თვეშიც მოხდა. მაშინ დაპირისპირებას ირანელი მესაზღვრე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა მიკოლაევში გამთენიისას დაახლოებით 40 რაკეტა გაისროლეს
შემდეგი სტატიარუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალექსეი ვადატურსკი ემსხვერპლა