2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

Iran International: ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ცოცხალია

Iran International-ის ცნობით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მკვლელობის მცდელობის შემდეგ ცოცხალია.

გამოცემა ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აჰმადინეჯადი არ დაშავებულა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

შაბათ-კვირას, ისრაელის თავდასხმების დროს, საერთაშორისო მედიაში აჰმადინეჯადის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ ის მოკლეს, ზოგმა კი დაწერა, რომ ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებდა.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნის მთავარო პროკურორო, ვინ გჯობნით, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს?”
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს