ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრს პასუხობს

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

ალასანია“თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილზე ნიშნავს მთელს პარტიაზე თავდასხმას,”- ასე ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას და დროულ გამოძიებას ითხოვს.

„შემკვეთიც და შემსრულებელიც გვისმენს და ვპირდები, რომ ვერსად დაიმალებიან, ვიპოვით და მათ მოუწევთ პასუხისგება ამ ბარბაროსულ, ცინიკურ მკვლელობის მცდელობაზე. როგორი ადამიანი უნდა იყო რომ მეგობრის საფლავზე ასულ ადამიანს ჩაუსაფრთდე, ლაჩრულად, ზურგიდან მიხვიდე, თავში ჩაარტყა და შემდეგ დაგდებული დაცხრილო. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით, დღეს ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ერთი ტყვია მას ორგანიზმში ისევ რჩება.

ირაკლი ალასანია, მომხდართან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და პოლიტიკოსების კომენტარებს “უღირს საქციელს” უწოდებს.

„დეპუტატებს წინასწარ განზრახული განცხადებები ჰქონდათ და გადაჰქონდათ სხვა მიმართულებით ისრები, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ წინასწარ იყო მესიჯები დაგზავნილი. ეს არასწორი და ამორალური ნაბიჯია მათი მხრიდან. ეს უღირსი საქციელია,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაული იკიდებს ფეხს.

tina-xidasheli

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი ფაქტის შეფასების დროს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს, რომელმაც თქვა, რომ იმ პირებს ვისაც სუს-ი უთვალთვალებს მათზე ასეთი თავდასხმები არ ხდება.

„ისეთი განცდა დამრჩა, რომ თითქოს ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა საზოგადოებაში. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც დიდი ხანი ოპოზიციაში იყო და კარგად ახსოვს როგორ გვითვალთვალებდნენ და მან კარგად იცის, თუ როგორ აგრძელებს ივანიშვილის მთავრობა ამ საშინელ ტრადიციას. ეს არის არაგულწრფელი განცხადება,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

პეტრიაშვილზე მომხდარმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “სუსი” უკანონო თვალთვალს არ ახორციელებს

banner
წინა სტატიაშიცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იცავს კონფლიქტის ყველა მხარე
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-პოლიციამ სოფელ ახალ აბსათუმანში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვა