27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ირაკლი ზარქუამ და რევაზ სოხაძემ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის ახალი შენობის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბაზ საჯაია.

120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლის შენობის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებისთვის სრულად მზად იქნება.

ახალი სკოლა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული. შენობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს უსაფრთხო, კომფორტულ და სრულფასოვან სასწავლო გარემოს შესთავაზებს. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით.

ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის ახალი შენობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ღირებულება 4,6 მილიონ ლარს შეადგენს.

დასკვნითი სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრმა და შეხვედრის მონაწილეებმა ობიექტზე მიმდინარე პროცესები შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ხარვეზების აღმოფხვრის დასრულების შემდეგ სკოლა მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა და რევაზ სოხაძე სოფელ ლიაში ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტრატეგიულ ობიექტს გაეცნენ
შემდეგი სტატიაგახარია: ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, ჰააგაში ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დაჩქარებული ანექსიის პროცესების წინააღმდეგ