ირაკლი ზარქუა – ზურაბიშვილმა თქვა, პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ, ჩემს მანდატს ამოვწურავო, როგორც ჩანს, ახალი დაკვეთა მიიღო, ამ უსამშობლოებს სათავეში ჩაუდგეს

ზურაბიშვილმა თქვა, პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ, ჩემს მანდატს ამოვწურავო, როგორც ჩანს, ახალი დაკვეთა მიიღო, ამ უსამშობლოებს სათავეში ჩაუდგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ასარჩევად ბანერებზე „ქართული ოცნების“ ლიდერები იყვნენ გამოკრული.

„სალომე ზურაბიშვილმა აქამდე თქვა, პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ, ჩემს მანდატს ამოვწურავო. როგორც ჩანს, ახლა ახალი დაკვეთა მიიღო, ამ უსამშობლოებს სათავეში ჩაუდგეს. ჰგონიათ, რომ თუ ამ მოძრაობის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იქნება, აქ იმ კანონებს მიიღებენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად რომ აგვერჩია, ბანერებზე ჩვენი ლიდერები იყვნენ გამოკრული და ახლა ხაბეიშვილს გამოაკრავენ, ჭიჭეს, თუ გირჩ ჯაფარა ჩახდილს? ახლა ვის გამოაკრავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი აირჩიონ?“, – აღნიშნა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: როთი და გიჟმანტა თუ ჟიგმანტა კუბილიუსების და ფოტიგების გაგრძელება არიან
შემდეგი სტატიამარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მესამე მოსმენით მიღება ვენეციის კომისიის აზრის დალოდების გარეშე, სამწუხაროა და არ ასახავს დიალოგის სულისკვეთებას