ირაკლი ზარქუა – ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს

ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, – ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩოს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

მისივე თქმით, საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს აშშ-ის იუსტიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ამიტომ ეს საკითხი, ” იქ არკვიონ ერთმანეთში.”

“მე ასე ვიტყოდი, რომ ცრუ და უპასუხისმგებლოა, რა განცხადებაც ამ თემაზე საელჩომ გააკეთა და მე ვისურვებდი, ტონი ყოველთვის შეარჩიონ ხოლმე, როცა საქართველოს მთავრობასთან აქვთ ურთიერთობა, მითუმეტეს, ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, რადგან “ფარას” დოკუმენტში ეწერა. “ფარას” დოკუმენტში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში და თემაში. თუ რაიმე კითხვები აქვთ, საელჩოს ან ვინმეს, მიმართონ კოლეგებს თეთრ სახლში, თუ “ფარას” ადმინისტრაციაში და კითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?! შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი. ესაა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია. ასე რომ, არავის მივცემთ უფლებას, უსაფუძვლოდ ამ ტონალობაში გველაპარაკოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ელჩი იქნება გაწონასწორებული, სამართლიანი, ობიექტური და ქართველი ხალხის მეგობარი, არა კონკრეტული პარტიის, ოპოზიციონერი ხელმოცარულების, არამედ საქართველოს მეგობარი,” – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისია პოლონეთში მიღებულ კანონს აკრიტიკებს, რომელიც „რუსული გავლენების გამოძიებისკენ“ არის მიმართული
შემდეგი სტატიაICC-ის ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა