ირაკლი ზარქუა: ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია და ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

დეპუტატი აქციის მონაწილეებზე საუბრისას აცხადებს, რომ „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის, პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიებისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს. თქვენ ნახეთ ხომ ამ უსამშობლოების მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ ეს დიალოგი.

ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, იმიტომ, რომ საფუძველი არ არსებობს ამის. ეუთო/ოდირმაც ეს აღიარა და თქვა. და ახლა გვარამია, მელია და დანარჩენი უსამშობლოების და ჯაფარიძე ჩახდილის მოთხოვნაზე რატომ უნდა ვიაროთ?!

რაც შეეხება დაკავებულებს, თქვენ იცით, რომ დაახლოებით 400-მდე ადამიანი იყო დაკავებულ. ზოგი ხელწერილით, ზოგი ჯარიმის დაწესების შემდეგ გამოუშვეს. ახლა რამდენიმეა დარჩენილი. ვისაც არ აქვს სისხლის სამართლის საქმე ჩადენილი, გამოძიება მიდის და ეს მოსამართლის თემაა. შესაბამისად, იქნებიან გარეთ და გამოუშვებენ, როგორც დანარჩენი გამოუშვეს. ასე რომ, აქ რაღაცა დრამატიზების მოცემულობა არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, სიმშვიდე სიწყნარე და ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ღირსებით. აი, ამას გავაკეთებთ ყველა ერთად“, – აღნიშნავს ზარქუა.

banner
წინა სტატიაშიუკარაინის გენშტაბი- ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ 1500 ოკუპანტი და 39 საარტილერიო სისტემა დაკარგა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავის შესახებ: როდესაც სიმართლე შენს მხარესაა, გამარჯვებას ყოველთვის მიაღწევ