21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ირაკლი ზარქუა: წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი იწყება

წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის რეაბილიტაციისთვის საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ტაძრის სრულფასოვანი აღდგენის გზაზე.

ზარქუა მადლობას უხდის კულტურის მინისტრ თიკა რუხაძეს, კულტურის სამინისტროს გუნდსა და პროექტში ჩართულ პირებს მხარდაჭერისთვის. ასევე, განსაკუთრებულ მადლობას უხდის კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ბექა დავითულიანს, რომელმაც მისი თქმით, პირადად მოინახულა ტაძარი, გაეცნო არსებულ მდგომარეობას, შეისწავლა საჭიროებები და რეაბილიტაციის დაგეგმვის პროცესში აქტიურად ჩაერთო.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ტაძარი ღირსეულ იერს დაიბრუნებს და კიდევ მრავალი თაობისთვის იქნება რწმენის, ისტორიისა და ერთიანობის სიმბოლო. ღმერთმა დალოცოს ჩვენი წალენჯიხა და თითოეული თქვენგანი!“ – წერს ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშირეკორდული სიცხეები ევროპაში
შემდეგი სტატიასოსო არჩვაძე: საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 10 წელიწადში 1.5-ჯერ გაიზარდა