ირაკლი ზარქუა: თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის?

“ისე, კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ იღებენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტა? პრეზიდენტი ნიშნავს. თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები მაშინ როგორ არის ლეგიტიმური და როგორ იღებენ მონაწილეობას? ვის ატყუებენ. არეულები არიან. თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან ეს რადიკალები,” — განაცხადა “ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით

banner
წინა სტატიაში“ლელოს” გადაწყვეტილებას ვაფასებ “ლელოურად” -იაგო ხვიჩია
შემდეგი სტატიაარჩევნებში მონაწილეობა შეცდომაა! – გიორგი უშიკიშვილი